ტყუილია თუ არა — რას ამბობს კალაძესთან შეხვედრაზე გახარია და რას ამბობენ მის პარტიაში
"ტყუილია-მეთქი, გეუბნებით", — ასე უპასუხა დღეს ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, ადასტურებს თუ არა კახა კალაძესთან შეხვედრას.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნების ლიდერებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გახარიამ თქვა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ თქვეს, რომ გახარიას კალაძესთან კომუნიკაციის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და საბოლოოდ, შეხვედრა პირველ სექტემბერს, თბილისის მერიაში შედგა. მეტიც, კობახიძე და მდინარაძე საუბრობენ იმაზე, თითქოს გახარია მზად იყო, ქართული ოცნების მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა. ამ თემაზე საუბარი არ ისურვა კალაძემ.
თავად გახარიამ ქართული ოცნების ლიდერების ამ განცხადებებს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს.
"არანაირ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. აგიხსნით რატომ. აზრი არ აქვს. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია ქართული ოცნების ზოგიერთი დღევანდელი ბოსი რას ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, შეუძლიათ ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ფასი აღარ აქვს აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც ქვეყნის გარეთ, იმაზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო.
ეს ადამიანები ზუსტად ერთი წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნოლი, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნოლი. მე ნერვი არ გამიტოკდება".
ექსპრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპონენტის დისკრედიტაცია მოახდინონ. მეტიც, გიორგი გახარიას თქმით, ისინი შეპყრობილნი არიან "უაღრესად დიდი შიშით, რომ არ დაკარგონ ძალაუფლება" და ძალაუფლების ჟინი მათ "უბნელებს აზროვნებასაც და აკარგვინებს გონივრულობას".
ამასთან, გახარიამ თქვა ისიც, რომ დღეს კახა კალაძეს არ შეაფასებს, მაგრამ იტყვის, რომ "კახა კალაძე რომ იყოს მარტო კახა კალაძე, ეს ერთი შეფასება იქნებოდა". ექსპრემიერის განცხადებით, მის უკან დგას ქართული ოცნების "ბოსების" უზარმაზარი რაზმი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ "რა არის ღირსება, რა არის სამართლიანობა, რა არის ტყუილი, რა არის ღალატი, რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე".
გახარიას ამ კომენტარის შემდეგ, მისი პარტიის წევრები სხვადასხვა ტელეეთერში იმყოფებოდნენ და ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ლევან დოლიძე ამბობს, რომ კალაძესა და გახარიას შორის შეხვედრა შედგა, მაგრამ საუბარი არ ყოფილა ფინანსებზე.
"ეს არის ჩვეულებრივად ღირსეული ადამიანის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ოპონენტს შეხვდეს, ესაუბროს თავის გეგმებზე. ასევე, გიორგი გახარიას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახი კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, როგორც ღირსეული ადამიანი იქცევა, რომ მას არ უნდა შეეტყო ეს ინფორმაცია ტელევიზიის მეშვეობით. მას უნდოდა ეთქვა ამის შესახებ. ბუნებრივია, მას კიდევ ერთხელ უნდოდა ხაზი გაესვა იმ წითელი ხაზების არაერთხელ გადაკვეთაზე, რასაც სამწუხაროდ მმართველი ძალა აკეთებს. მაგრამ ახლა საუბარი იმაზე, რომ დღისით, მზისით გიორგი გახარია მივიდა მერიაში და კახი კალაძეს ფინანსური რესურსების გამოყოფაზე ესაუბრა, არის სრული აბსურდი".
დაახლოებით იგივეს ამბობს კახაბერ ქემოკლიძე. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომლის მიხედვით, შეხვედრა ნამდვილად შედგა, "დღისით, მზისით ქალაქ თბილისის მერიაში". ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ რამე დასამალი რომ ყოფილიყო, "ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული?!".
გახარიას თანაგუნდელის განცხადებით, კალაძესთან გახარიას შეხვედრა იყო ღირსეული პოლიტიკოსის საქციელი. რაც შეეხება ექსპრემიერის მიერ შეხვედრის უარყოფას, ქემოკლიძე ამბობს, მისი აზრით, ჟურნალისტებმა გახარიას ფულთან დაკავშირებით ჰკითხეს და მან მხოლოდ ეს უარყო.
ამასთან, უკვე TV პირველის ეთერში ქემოკლიძემ თქვა, რომ გახარია-კალაძის შეხვედრის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მისი პარტიის ლიდერს ამის შესახებ ჟურნალისტებმა ჰკითხეს და ქართული ოცნების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა ექსპრემიერის ინიციატივა იყო. რაც შეეხება თარიღს, ქემოკლიძე კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ თუ სწორად ახსოვს, შეხვედრა "გუშინ ან გუშინწინ" იყო.
ამავე ტელევიზიის ეთერში განსხვავებული განცხადება გააკეთა პარტიის სხვა წარმომადგენელმა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ამის შესახებ ჭორები რამდენიმე დღეა ვრცელდება.
"მე ვიცი, რომ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა, ვადასტურებ, რომ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და აქვე ვამატებ, რომ თუ მართალია კალაძე, გიორგი გახარია მოქცეულა ღირსეულად, რასაც ვერ ვიტყვით კალაძეზე ამ განცხადების შემდეგ", — თქვა მეზვრიშვილმა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები