"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას" — ასე ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას კანდიდატურას თბილისის მერობაზე. ამავროულად, ის აღნიშნავს, რომ მათი კანდიდატი კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.

მდინარაძე სვამს კითხვას, კიდევ არსებობს თუ არა კითხვის ნიშნები გახარიაზე, რითიც, სავარაუდოდ, მიანიშნებს მასსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სავარაუდო კავშირზე. ამაზე ქართული ოცნების წევრები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც გახარიამ თანამდებობა დატოვა.

ექსპრემიერი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"მე ამ ქალაქში დავიბადე, მე თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც ძაან კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება", — თქვა მან.

გახარიას აზრით, თბილისს სჭირდება კორიფციისა და ნეპოსტიზმისგან დაცლილი, სუფთა გარემო, ამასთან, "დიდი ამბიიები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი" და სჭირდება მეგაპროექტები.