ჟირაფი ჟოზე ხომ იცით? თუ არა, ახლობელ პატარას ჰკითხეთ და აუცილებლად გაგაცნობთ — მხიარული ჟოზე ხომ მათი მეგობარია. თუმცა, ამბიციები ფრიად დიდი ჰქონია. პატარების გულების მონადირების შემდეგ, დიდი კინოს დაპყრობა გადაწყვიტა და ასე შეიქმნა ცნობილი კინოსურათების პოსტერების სერია, სადაც ჟოზე ხან ნეოს, ხან შეყვარებული სებასტიანის და ხანაც — ვალიკო მიზანდარის როლში გვევლინება.

სახალისო პროექტის იდეა გიორგი მარშანიას ეკუთვნის. მედეა ზაქარაიასა და ლუკა ვარდიშვილის შექმნილი პერსონაჟების ილუსტრაციებით კი პოსტერები ციფრული მარკეტინგის კომპანია თონემ შექმნა.

სანამ ჟოზე ოსკარს უმიზნებს, ერთგული გულშემატკივრებისგან სჭირდება მხარდაჭერა. ასე რომ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამომავალი კინოვარსკვლავის ფილმოგრაფიას გთავაზობთ.

1. ჰოლივუდის დაპყრობა კლასიკიდან იწყება

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

2. ნეტავ, მწვანე ნიანგის შოვნა სპილოსთვისაც ძნელია?

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

3. სიყვარული მოვა, ჩემო ჟოზე, მოვა მოვა თავისთავადა

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

4. თუ რამე აკლდა ამ ფილმს, სწორედაც რომ "ჟ"-ის ელეგანტურობა

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

5. უი, და მამინსაც ხომ იცნობთ?

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

6. გაიცანით ჰოლივუდის ახალი ვარსკვლავური წყვილი

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

7. ...და ახალი badass queen

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე

8. სამყაროს გადასარჩენად კი კვლავაც ერთობაა საჭირო

ფოტო: თონე / ჟირაფი ჟოზე