პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიაში თავადაც გაოცებულები არიან იმ სამუშაოების მასშტაბით, რაც, მისი თქმით, ბოლო წლებში განახორციელეს. ეს განცხადება ღარიბაშვილმა სამტრედიაში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ დავდივართ ახლა და ჩვენ თვითონ, მართლაც გაოცებული ვართ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში: ბევრგან დავაგეთ გზები, ჯამში 7 000 კილომეტრი ახალი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახდინეთ. წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, ხიდების, ყველაფრის მშენებლობა, ეს არის ის ფაქტები და ის რეალობა, რაც ბოლო წლებში შევქმენით", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამტრედიაში, მერობის კანდიდატად მმართველი პარტია დავით ბახტაძეს წარადგენს.

გეიგე მეტი: