ისრაელში 2,5 მილიონი ბავშვი ბაღებსა და სკოლებში ბრუნდება
ისრაელში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel ავრცელებს და აცხადებს, რომ 2,5 მილიონამდე მოსწავლემ, საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ვირუსის გავრცელების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.
მედიის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ნაჩმან აშმა თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი ეკონომიკის გახსნა და ბავშვების სკოლაში დაბრუნება იყო. ამასთან, გამოცემის განცხადებით, მას არ გამოურიცხავს, რომ სკოლების გახსნა, სავარაუდოდ, შემთხვევების მატებას გამოიწვევს, თუმცა აქვე იმედი გამოთქვა, რომ დაწესებული შემზღუდავი ზომები, კორონავირუსის გავრცელების რისკს შეამცირებს.
გამოცემის ინფორმაციით, განათლების მინისტრმა სამშაბათს, 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება საკლასო ოთახებში სწავლების აღდგენის ახალი პროგრამის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ადაპტირება. მანვე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა არის გამოსავალი და არა პრობლემა.
"ვიცი, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ ბავშვები სკოლაში დავაბრუნოთ. ჩვენ ვალდებული ვართ მათთან, როგორც საზოგადოებასთან [...] ჩვენ ერთად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც მოსწავლეების უსაფრთხოდ დაბრუნებას უზრუნველყოფს. არ დავაყოვნებთ, რომ რეალობის ცვლილებიდან გამომდინარე მისი ადაპტაცია მოვახდინოთ", — განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში სკოლები დაიხუროს, როგორც ეს შარშან რამდენჯერმე მოხდა.
განათლების სამინისტროს განახლებული გაიდლაინების თანახმად, ყველას, ვინც შევა სკოლაში ან საბავშვო ბაღში, მოუწევს წარმოადგინოს კოვიდპასპორტი ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგი.
მედიის განცხადებით, ისრაელმა მილიონ მოსახლეზე ერთი კვირის მონაცემებით საქართველოსა და მონტენეგროს გადაუსწრო. საშუალოდ ეს რაოდენობა ისრაელში 1 013-ია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს ისრაელში კორონავირუსის 11 077 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მათი ცნობით, პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დღიური შემთხვევების რაოდენობა 11 ათასს გადასცდა.
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
კომენტარები