28 აგვისტოს ქართველ მუსიკოსს, კომპოზიტორს, პოპისა და ჯაზის შემსრულებელს ქეთი მელუას ბონში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მშობლიურ ქალაქში გამართულ ღონისძიებაზე ევროპის კულტურის ჯილდო გადაეცა.

ქეთი მელუასთან ერთად ეს პრიზი გადაეცა სკორპიონსს, მევიოლინე დევიდ გარეტს და სხვა ცნობილ ადამიანებს.

მელუამ გერმანული როკ-ჯგუფის წევრებთან, რუდოლდ შენკერთან და კლაუს მაინესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

დაჯილდოება გერმანიაში, ბონის ოპერაში გაიმართა. სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიება, რომელიც ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლის იუბილეზე იყო მიძღვნილი, პანდემიის გამო გადაიდო.

ქეთი მელუა 28 აგვისტოს, ევროპის კულტურის პრიზის დაჯილდოებაზე.

ფოტო: Getty Images

ევროპის კულტურის პრიზით იმ კულტურის მოღვაწეებს აჯილდოებენ, რომლებმაც კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპელ ხალხს თავი საკუთარი მოღვაწეობით დაამახსოვრეს. ჯილდოს დონორი დრეზდენში ევროპის კულტურული ფორუმია და ის ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქში იმართება.