2018 წლის ოქტომბერში ეკრანზე დევიდ ფინჩერის ფილმის გოგონა დრაკონის ტატუთის შემდეგი ნაწილი გამოვა, რომელსაც Sony Pictures გადაიღებს.

ფილმს გოგონა ობობას ქსელში ჰქვიადა მას მილენიუმის მეოთხე წიგნის მიხედვით გადაიღებენ.

სტიგ ლარსონმა სიცოცხლის განმავლობაში წიგნის სამი ნაწილი გამოსცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეოთხე ნაწილის დასრულება ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგენკრანცემმა გადაწყვიტა. სწორედ დევიდის წიგნის მიხედვით დაწერს ახალი ფილმის სცენარს ფედე ალვარესი.

ახალ ნამუშევარში მონაწილეობას არ მიიღებენ წინა ფილმის მთავარი ვარსკვლავები: დენიელ კრეიგი და რუნი მარა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი, შთამბეჭდავი სცენარი და გადასულები ვართ ყველაზე სახალისო ნაწილზე, ვეძებთ მსახიობს, ვინც ლისბეტ სალანდერის როლს შეასრულებს", - ამბობს ალვარესი.

თუმცა, როგორც სხვადასხვა წყაროები წერენ, ლისბეტ სალანდერის როლზე მხოლოდ ორი კანდიდატი განიხილება - სკარლეტ იოჰანსონი და ნატალი პორტმანი.