ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, თურქეთი "სრულიად აცდენილია რეალობას". ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტუსკის ეს განცხადება დაკავშირებულია თურქეთის 16 აპრილის რეფერენდუმთან, რომლითაც პრეზიდენტ ერდოღანს მისი ძალაუფლების გაზრდა სურს. თურქეთი აღშფოთებულია იმით, რომ ნიდერლანდებმა და გერმანიამ თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ქვეყნებში კამპანიის ჩატარების უფლება არ მისცა.

თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდების ხელისუფლებას "ნაცისტების ნარჩენები" უწოდა.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ტუსკმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები არის "თავისუფლებისა და დემოკრატიის ადგილი." მისივე თქმით, "ქალაქი ერასმუსი გაანადგურეს ფაშისტებმა, დღეს კი ამ ქალაქს მაროკოში დაბადებული მერი ჰყავს."

"თუ ვინმე როტერდამში ფაშიზმს ხედავს, ის სრულიად აცდენილია რეალობას" - განაცხადა ტუსკმა.