მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა აღიარა, რომ ალკოჰოლიზმს ებრძვის და ამის გამო სარეაბილიტაციო კლინიკაშიც იმკურნალა.

ამის შესახებ მსახიობმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

"დავასრულე სამკურნალო კურსი. ეს არის დაავადება, რომელსაც წარსულშიც ვებრძოდი და ყოველთვის წინ აღვუდგები, მინდა, ჩემი ცხოვრება სრულყოფილად გავატარო. მინდა, ვიყო საუკეთესო მამა, მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ არ არის სირცხვილი, ითხოვო დახმარება, როცა ეს გჭირდება. ასევე მინდა ვიყო მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ. მიხარია, რომ მაქვს ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და მშობლების სიყვარული", - წერს ბენ აფლეკი.

შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკის მეუღლე მსახიობი ჯენიფერ გარნერია. ცოტა ხნის წინ წყვილი განქორწინებას აპირებდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადაიფიქრეს.