იმისათვის, რომ თანამშრომლების დაღლილობისგან გადაწვა თავიდან აეცილებინა, Nike-მა აშშ-ში მთავარი ოფისი დახურა და დასაქმებულებს 1-კვირიანი შვებულება მისცა. ამის შესახებ LinkedIn-ზე ბრენდის წარმომადგენელმა, მეტ მარაცომ დაწერა.

"ჩვენი უფროსები მკაფიო შეტყობინებას გიგზავნიან: ეს დრო გამოსაფხიზლებლად, სტრესისგან თავის დასაღწევად და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისთვის გამოიყენეთ. არ იმუშაოთ", — წერს მარაცო.

მარაცოს თქმით, დასვენება სამუშაოს ეფექტურად შესრულების წინაპირობაა. რადგანაც გასული წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, Nike თვლის, რომ თანამშრომლები დასვენებას იმსახურებდნენ.

"ეს გუნდისთვის უბრალოდ 1-კვირიანი შვებულება არაა...ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შეგვიძლია მენტალურ ჯანმრთელობას პრიორიტეტი მივანიჭოთ და სამუშაოც შევასრულოთ", — წერს მარაცო.

Nike-მა მაისში განაცხადა, რომ სექტემბრიდან მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდოდა. თანამშრომლები კვირაში 2 დღე სახლიდან, დისტანციურად იმუშავებენ. კომპანიას გეგმების შეცვლა ჯერჯერობით არ დაუანონსებია.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.