დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციებს დაიცავს და მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60% აიცრება, დეკემბერში ახალ შემთხვევათა რაოდენობა ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში იქნება.

"რა თქმა უნდა, სხვადასხვა სცენარებზე ვმუშაობთ, იმავე დროს ვითვალისწინებთ სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტების პროგნოზირების მაჩვენებლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ დაახლოებით ამ შეზღუდვებით, რაც დღეს ქვეყანაშია დავიცავთ კარგად პირბადეს და სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ აცრების დეკემბრისთვის, მაშინ პროგნოზია, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა დაახლოებით ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში, მაგრამ პირობებია, რომ მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი იქნება 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს", — განაცხადა გამყრელიძემ.

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753, ხოლო გარდაიცვალა — 79 ადამიანი. მხოლოდ აგვისტოში კორონავირუსი საქართველოში 130 377 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 1 588 ადამიანი.

გაიგე მეტი: