სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს შემდეგს — იმ ქალაქში, ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იქ, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში", — განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჩხენკელის თქმით, იმ ქალაქებში, სადაც 4%-ზე დაბალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი და სწავლა დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება, სურვილის შემთხვევაში მშობლებს ექნებათ საშუალება გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მათი შვილები სწავლას ამ ფორმატში.
მისივე განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ სწავლის აუდიტორიებში განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფიცირების მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებულ.
"ყველა უნივერსიტეტს თავისი დაწყების თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს, ყველა იწყებს, როდესაც მათ ეს აქვთ გაცხადებული, მაგრამ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში და 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას, ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ, თუ რა არის იმ დროისთვის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქში და სოფელში, ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება", — თქვა მან.
მინისტრის თქმით, ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები იქნება.
"ერთადერთი გამონაკლისი უნივერსიტეტებში გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინისთვისაც მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე, რაც შეეხება მანამდე, უფლებამოსილება ეძლევათ უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა — ამ აქტივობების დროს როგორც სტუდენტები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებიან, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები", — განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრისს განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ კონკრეტული სკოლის მასწავლებლების 100% იქნება აცრილი, სწავლის დასწრებულ ფორმატში განახლებასთან დაკავშირებით მთავარი კრიტერიუმი მაინც იმ ქალაქისა, თუ სოფლის ინფიცირების მაჩვენებელი იქნება.
"ბოლო თვის განმავლობაში მკვეთრი ზრდა არის მასწავლებლების აცრასთან დაკავშირებით, 9%-დან 46%-მდე ერთ თვეში გაიზარდა ეს მაჩვენებელი და ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, სკოლაში მასწავლებლების 100% რომ იყოს აცრილი, თუ ის სკოლა მდებარეობს იმ გარემოში, იმ უბანში, იმ ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, ანუ კონკრეტულად 4%-ზე მაღალი, იქ, რასაკვირველია, საშიშროება, რომ ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი, შესაბამისად 4%-იანი კრიტერიუმი არის, რასაც ჩვენ დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ", — ამბობს ჩხენკელი.
UNICEF-ის რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას განათლების მინისტრმა უპასუხა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა შეხვედრა და ამ მხრივ მთავარი კრიტერიუმი ბავშვების ჯანმრთელობაა.
"შეხვედრა მქონდა დეტალური UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში დღესდღეობით 90% შტამებისა არის დელტა. ამ შტამმა განსაკუთრებით სამიზნეში ამოიღო ბავშვები და ახალგაზრდები. ცხადია, მე პირველი ვარ იმის მომხრე, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, მაგრამ მთავარი — სკოლები არიან მზად ყოველმხრივ და ყველა სცენარისთვის ჩვენი სისტემა არის მზად. აქ კრიტერიუმი არის ბავშვების ბავშვების ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ამიტომ არის ეს 4%-იანი ინფიცირების მაჩვენებელი წყალგამყოფი და ამ კრიტერიუმით ვსარგებლობდით ჩვენ, რაც პანდემია დაიწყო", — ამბობს ის.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები