ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ლიზ მაპინმა ოფიციალურად განქორწინების აღსანიშნავად წვეულება მოაწყო და ნიკოლ კიდმანის საკულტო პაპარაცული ფოტო გააცოცხლა. ფოტოზე 2001 წელს ტომ კრუზთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ ადვოკატის ოფისიდან გამოსული ბედნიერი ნიკოლ კიდმანია გამოსახული.

ლიზი ქმარს 3 წლის წინ დაშორდა, თუმცა განქორწინების პროცესი ოფიციალურად მხოლოდ ახლა დასრულდა.

"მინდოდა, ამ ყველაფრის დასასრული და ჩემი ცხოვრების ახალი ფურცლის დაწყება აღმენიშნა...ნიკოლის ეს ფოტო ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ის შვებასა და თავისუფლებაზე ბევრს ამბობს", — ამბობს ლიზი.

ფოტო: Liz Maupin

ფოტო: Liz Maupin

ლიზმა განქორწინების აღსანიშნავ წვეულებაზე სტუმრები ნიკოლ კიდმანის ტანსაცმლით გააოცა. მან მსახიობის მაისური სპეციალურად ამ დღისთვის დაამზადებინა. მეტი ეფექტისთვის ნიკოლის ფოტოც მოიმარჯვა და ხელები მასავით გაშალა.

ლიზის თქმით, არაჯანსაღი ურთიერთობისგან გათავისუფლების პროცესი საკმაოდ რთული იყო, თუმცა იცოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი თავიც დაიბრუნა.

"ვფიქრობ, განქორწინების ირგვლივ უამრავი არასაჭირო სტიგმა არსებობს და მინდოდა, ამ ყველაფრის ბოლოს პოზიტიური გამოცდილება მქონოდა და სხვასთან მიჯაჭვულობის გარეშე საკუთარ თავთან დაბრუნება მეზეიმა. ნიკოლის ჩაცმულობა ჩემი ახლადნაპოვნი თავისუფლების გახსენებაში ნამდვილად დამეხმარა", — ამბობს ლიზი.