დღეს დილით მელბურნის ნაპირებს მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი სელაპი ეწვია. მას ცურვა დაეზარა და პორტისკენ მიმავალ გემზე აძვრა და მშვიდად გაჰყვა ხმელეთამდე.

ცხოველი ისე უდრტვინველად თვლემს გემზე, აშკარაა ამ გზით პირველად არ მგზავრობს და ისიც ძალიან კარგად იცის საით მიდის ხომალდი.