კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ მას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ელიავა — ლელოს მერობის კანდიდატი
ლელოს თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ბიბილაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში იქ დასაქმებულების მოთხოვნები უგულებელყოფილი იყო.
"კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ მას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება ელიავა, როგორც თბილისის მწვავე პრობლემა. ის არ უსმენს მოქალაქეებს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს [...]
ელიავას საკითხი თბილისს წლებია აწუხებს, ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მერობის ყველა კანდიდატს, მათ შორის კალაძეს, წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა დაპირება, რომ საკითხი გადაწყდებოდა ადგილობრივი დასაქმებულების და საკუთრების ინტერესის დაცვით. წლების განმავლობაში, ადგილობრივი დასაქმებულები და მიწის მესაკუთრეები, ითხოვდნენ ელიავას ტერიტორიის განვითარებასა და საკუთარი რესურსით მოამზადეს ელიავას ტერიტორიის განვითარების პროექტი", — განაცხადა ბიბილაშვილმა.
ის ამბობს, რომ ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტზე პირადად მუშაობდა, როგორც ურბანისტი. ის კალაძის მიერ შემოთავაზებულ გეგმას აკრიტიკებს და საზოგადოებას ლელოს ხედვას სთავაზობს.
"ელიავაზე მომუშავე ადამიანებთან ერთად, პირადად როგორც ურბანისტი, ჩართული ვიყავი, პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვების შემუშავების პროცესში, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულყო სივრცე, თითოეული ადამიანის აზრის გათვალისწინებით და საბოლოო შედეგი ქალაქისთვისაც მისაღები ყოფილიყო.
ლელოს ხედვით, ელიავას განვითარებისას პირველ რიგში დაცული უნდა იქნეს აქ მომუშავე ასეულობით ადამიანის უფლება და ინტერესი. გარემოს დამაბინძურებლები ორგანიზებულად უნდა იქნეს გატანილი სივრციდან, ხოლო არსებული სივრცე უნდა მოეწყოს კომბინირებული სარეკრეაციო-კომერციული ფუნქციით. ელიავას ტერიტორიას აქვს ის დიდი პოტენციალი, როდესაც სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს როგორც თბილისს, ისე მკვეთრად გააუმჯობესოს აქ დასაქმებულთა და მესაკუთრეთა მდგომარეობა", — განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
26 აგვისტოს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ შეიმუშავეს ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი მასშტაბურ პროექტი, რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები