სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, მისი ახალი გაერთიანება შინაარსითაა მესამე ძალა, თუმცა ამბიციები პირველობის აქვს. მისივე თქმით, ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, კვლავ ორპოლუსიანობას მისცემენ ხმას თუ მესამე ძალას. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს, 30 აგვისტოს, ახალი პლატფორმის წევრების წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ პირველი ნომერი ვართ და უნდა შემოხაზოთ ნომერი 1 იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დამთავრდეს და დაიწყოს საქმის კეთება. ეს ორპოლუსიანობა მართლა უკვე ყელშია ამოსული. ერთი და იგივე ხდება არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. შესაბამისად, ჩვენ სიახლეს ვთავაზობთ საზოგადოებას და ახლა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა რომ იმ ორ პოლუსს მისცეს და მათ გარშემო გაერთიანებულ პარტიებს ხმა, თუ უნდა, რომ არჩევანი გააკეთოს მესამე ძალაზე, რომელიც შინაარსითაა მესამე ძალა, ამ პოლიტიკურ განლაგებაში, თუმცა ამბიცია, რა თქმა უნდა, პირველობის აქვს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე აქვთ თუ არა გამარჯვების შანსი, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ ზოგიერთ რაიონში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ზოგან კი — ფართო წარმომადგენლობისთვის საკრებულოებში.

გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი პლატფორმის წევრები წარადგინა.