მშობლებისთვის იპოთეკურ სესხზე სუბსიდია მხოლოდ 5 წლით გაიცემა — რა უნდა ვიცოდეთ
1-ლი სექტემბრიდან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც აწარმოე საქართველოში ახორციელებს.
სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სუბსიდია თითოეული მომხმარებელს მხოლოდ 5 წლის განმავლობაში შეეხება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი სესხი იქნება 5-წლიანი, სახელმწიფო გარკვეულ პროცენტს მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგიფინანსებთ, ხოლო თუ უფრო მეტხნიან სესხს აიღებთ, სახელმწიფო მხოლოდ 5 წლის განმავლობაში იქნება თანადამფინანსებელი, შემდეგი წლების გადახდა კი კვლავ მხოლოდ თქვენ მოგიწევთ. თუ სესხის ვადა 5 წელზე ნაკლებია, სუბსიდია სესხის ვადის ამოწურვამდე გექნებათ.
რაც შეეხება პროგრამით სარგებლობას, სუბსიდირებაში ჩართვისთვის საჭიროა მიმართოთ ბანკს და წარუდგინოთ საჭირო დოკუმენტაცია. აწარმოე საქართველოში-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი მენეჯერის, თეონა ბაბუნაშვილის განმარტებით, წარსადგენ დოკუმენტებს შორისაა ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა ან მარტოხელა მშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქვრივის შემთხვევაში — ცოლის/ქმრის გარდაცვალების მოწმობა და ა.შ. ბაბუნაშვილის თქმით, სხვა საჭირო დოკუმენტებს და პროცედურებს თოთოეული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, მსესხებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ბანკი აგზავნის სააგენტოში და მხოლოდ აწარმოე საქართველოში-ს დასტურის შემდეგ იწყებს სესხის გაცემის პროცედურას.
სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა (როგორც დეველოპერისგან, ასევე კერძო პირისგან), ან სახლის აშენება. თანადაფინანსებაში ჩართვა შეუძლიათ:
- ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს და ქვრივებს, რომლებსაც სესხის აღების მომენტში ჰყავთ 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
- ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს და ქვრივებს, რომლებსაც სესხის აღების მომენტში ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, თუ 2022 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ მსესხებელს შეეძინება ან აიყვანს მე-4 ან მეტ შვილს, მას უფლება ექნება აიღოს დამატებითი სესხი;
- ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს და ქვრივებს, თუ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რომელიც 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ აიყვანეს/იშვილეს.
ბანკისთვის მიმართვა მრავალშვილიან ოჯახებს 1-ლი სექტემბრიდან 12 თვის ვადაში შეეძლებათ, სხვებისთვის კი 12-თვიანი ვადის ათვლა ბავშვის გაჩენის დღიდან დაიწყება. დაფინანსების მიღება შესაძლებელი იქნება 200 ათას ლარამდე სესხებზე. თუმცა, სახლის/ბინის ღირებულება შესაძლებელია 200 ათას ლარს აჭარბებდეს. პროგრამის ფარგლებში სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში გაიცემა.
რაც შეეხება სუბსიდიის მოცულობას, ის გამოითვლება ასე:
- თუ გყავთ 1 ან 2 შვილი — რეფინანსირების განაკვეთს გამოაკლდება 3,5% და სხვაობა იქნება ის პროცენტული რაოდენობა, რამდენითაც სახელმწიფო დაგიფინანსებთ სესხს. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია ლიმიტი და დათქმაა, რომ 1 ან 2 შვილი ყოლის შემთხვევაში სუბსიდია მაქსიმუმ 6% შეიძლება იყოს. მაგალითად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთი არის 10%. ამ მოცემულობით, 10%-3,5%=6,5%, თუმცა სუბსიდია მხოლოდ 6% იქნება;
- თუ გყავთ 3 ან მეტი შვილი — ამ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს 1,5% აკლდება, ოღონდ სუბსიდიის მაქსიმალურ ლიმიტად განსაზღვრულია 8%. რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე მაჩვენებლის მიხედვით, ამ შემთხვევაში სუბსიდიის მოცულობა გამოითვლება ასე: 10%-1,5%=8,5%, თუმცა, სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ 8%-ს.
აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელს, რომელსაც ჰყავს 2 შვილი, სესხით სარგებლობის პერიოდში შეეძინება, ან შვილად აიყვანს ბავშვს, სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება სესხის დარჩენილ პერიოდში ისარგებლოს უფრო მაღალი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი სუბსიდირების პროცენტით.
იქედან გამომდინარე, რომ რეფინანსირების განაკვეთი ცვალებადია, პროგრამის განმავლობაში სააგენტოს მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხის ოდენობაც ცვალებადი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბანკს შეუძლია სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ისე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.
პროგრამაში ჩართვის მსურველი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ოჯახის შემთხვევაში კი ერთ-ერთი მშობელი მაინც.
ცოლს/ქმარს, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, სუბსიდირებით სარგებლობის უფლება მხოლოდ ერთხელ აქვს. პროგრამაში მეორედ ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს სესხის მიღების შემდეგ შეეძინება და/ან შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ ბავშვს.
იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ ინიციატივა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 25 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მან თქვა, 2022 წლის ბოლომდე ამ ინიციატივის განსახორციელებლად 300 მილიონ ლარზე მეტი მობილიზდება. თეონა ბაბუნაშვილის თქმით, პროექტის ზუსტი ვადები განსაზღვრული არ არის და მისი შეჩერების ან დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ დადგენილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივის მიზანია "ოჯახებმა უფრო თამამად იფიქრონ გამრავლებაზე". მთავრობის დადგენილებაში პროგრამის ერთ-ერთ მიზნად უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებაცაა განსაზღვრული.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები