29 აგვისტოს მსახიობი ედ ასნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის ოჯახმა გაავრცელა.

ედ ასნერმა პოპულარულობა 70-იანების სერიალში The Mary Tyler Moore Show ლუ გრანტის როლის შესრულებით მოიპოვა. მოგვიანებით კი აღნიშნული პერსონაჟის შესახებ გადაღებულ სერიალ Lou Grant-შიც მონაწილეობდა. გრანტის პერსონაჟისთვის ედ ასნერს 7 ემი აქვს მოპოვებული.

ახალმა თაობამ ედ ასნერი პიქსარის ცნობილი ანიმაციიდან Up გაიცნო, რომელშიც მან მთავარი გმირი — კარლ ფრედრიკსენი გაახმოვანა. მან, აგრეთვე, 2003 წლის ფილმში Elf სანტა კლაუსის როლიც მოირგო.

60-იანი წლებიდან დღემდე ასნერს უამრავ ფილმსა და სერიალში უთამაშია, მათ შორის Grace and Frankie, Modern Family, Cobra Kai, Central Park, Dead to Me და ა.შ