მძღოლისათვის კარგ ხილვადობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფრისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილს ჰქონდეს სწორად შერჩეული და გამართული წინა ნათების ნათურები, საქარე მინის საწმენდი და სითხე.

ჩვენ მოგიყვებით როგორ შეიძლება გამართოთ ავტომობილი თქვენით, რომ უკეთესი ხილვადობა გქონდეთ.

თავდაპირველად ვისაუბრებთ წინა ნათების ნათურებზე და გასწავლით, როგორ უნდა შეცვალოთ ისინი მარტივად საკუთარი ხელით.

უსაფრთხო მგზავრობისა და კარგი ხილვადობისათვის აუცილებელია მანქანას სწორად შერჩეული და გამართული წინა ნათების ნათურები ჰქონდეს, რადგან ღამის საათებში ნებისმიერი განათების დროს ხილვადობა მაინც მცირდება. ჩვენ გასწავლით როგორ უნდა შეცვალოთ ავტომობილის წინა ფარის ნათურა თქვენით.

პირველი ეტაპი თქვენი ავტომობილისათვის შესაბამისი ნათურის შერჩევაა. ამაში კი თეგეტა მოტორსში სტუმრობისას გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან.

გირჩევთ, რომ ნათურის ხარისხი შეარჩიოთ არამარტო ნათების სტილითა და სიკაშკაშით, არამედ მისი რესურსით. რაც უფრო დიდი აქვს რესურსი, მით უფრო დიდხანს იმუშავებს.

პროცესი ძალიან მარტივია: თქვენი ავტომობილიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე დეტალის მოხსნა დაგჭირდეთ. მთავარია არ დაატანოთ ძალა ელემენტების მოხსნისას, რადგან შეიძლება დეტალები დააზიანოთ. როდესაც ნათურის კორპუსი თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდება, ძალიან ფრთხილად ამოიღეთ ის. აუცილებლად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ მისი პოზიცია, მოხსენით ძველი ნათურა ფრთხილად, ჩასვით ახალი ნათურა და დააბრუნეთ მისი კორპუსი უკან ისე, როგორც მოხსნამდე იყო. ამის შემდეგ უკვე მთავარია, შეამოწმოთ განათება და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა, დააბრუნოთ მოხსნილი კომპონენტები, დახუროთ კაპოტი და სულ ეს იყო — ნათურა გამოცვლილია. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის შეგიძლიათ #თეგეტასსახელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქცია ნახოთ.

კარგი ხილვადობისათვის ნათურის გარდა აუცილებელია საქარე მინის სისუფთავეც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდ ამინდში გიწევთ გადაადგილება. ამ პროცესში დიდ როლს სწორედ მინის მწმენდები ასრულებენ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინის მწმენდის ხარისხს. აღიარებული ბრენდის ხარისხიან პროდუქტს გაცილებით დიდი რესურსი აქვს და დიდხანს გემსახურებათ.

როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენი მანქანისთვის განკუთვნილი მინის მწმენდი — თეგეტა მოტორსში მინის მწმენდების ძალიან დიდი არჩევანია. თუ ფილიალში მიბრძანდებით, პროდუქტის შერჩევაში კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან. გარდა ამისა, მინის მწმენდის შეფუთვაზე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია, თუ რომელი მარკის რომელი მოდელისთვისაა განკუთვნილი აღნიშნული პროდუქტი.

მინის მწმენდის შეფუთვაზე უმეტეს შემთხვევაში მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა დააყენოთ ის თქვენს ავტომობილზე. მოხსნისა და დაყენების პროცესი ძალიან მარტივია, ხელის სულ რამდენიმე მოძრაობაა საჭირო. დეტალურად, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი #თეგეტასსახელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციაში შეგიძლიათ იხილოთ.

თეგეტა მოტორსი გაფრთხილებთ, რომ არასდროს გაწმინდოთ მშრალი საქარე მინა მწმენდებით, რადგან ეს მინის მწმენდების დაზიანებას გამოიწვევს. განსაკუთრებით ზაფხულში და ზამთარში, როდესაც მათი საექსპლუატაციო პირობები რთულია. მინის გასაწმენდად შეგიძლიათ წყალი ან უმჯობესია სპეციალური სითხე გამოიყენოთ.

ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გააზაოთ და დაამატოთ მინის მწმენდის სითხე. პროცესი ძალიან მარტივია. სითხის ავზი კაპოტის ქვეშ ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზეა განთავსებული, რადგან მისი შევსება ხშირადაა საჭირო და სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება. პროცესი შეგიძლიათ #თეგეტასსახელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციაში იხილოთ.

თეგეტა მოტორსი გირჩევთ: გამოიყენეთ გერმანული ბრენდის, Sonax-ის და ფრანგული ბრენდის, Motul-ის სეზონური სითხეები იმისათვის, რომ თქვენი ავტომობილის მინები იდეალურად იწმინდებოდეს. ამასთანავე, ხარისხიანი სითხე მინის მწმენდს იცავს.

როგორც ხედავთ, 3 ძალიან მარტივი პროცესით შეგიძლიათ უკეთესი ხილვადობა გქონდეთ და იმგზავროთ უსაფრთხოდ.