ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი ლატარია გათამაშდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით მალე ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი ლატარია გათამაშდება.
"პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, თუ როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება ხოლმე, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით. ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გათამაშება. გამყრელიძის თქმით, დეტალები წამახალისებელი ლატარიის შესახებ სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის წახალისებაში მონაწილეობა კერძო სექტორმაც უნდა მიიღოს. მისი თქმით, კომპანიების ნაწილი აცრის შემდეგ თანამშრომლებს 1-2 დღით ასვენებს. ასევე, ზოგიერთმა მაღაზიამ ფასდაკლება დააწესა ვაქცინირებული მომხმარებლებისთვის. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინის წამახალისებელ აქციას ბანკებიც შეუერთდნენ და გარკვეული შეღავათები დააწესონ აცრილი მომხმარებლებისთვის. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ინიციატივა, გაასაჯაროვოს იმ კომპანიების სია, რომლებიც ამგვარი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და საზოგადოებას წარუდგინოს, როგორც მაგალითები სხვებისთვის.
27 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 12,1%-ია. ამირან გამყრელიძის თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს და კორონავირუსის გავრცელება დასტაბილურდეს, უნდა აიცრას მოსახლეობის მინიმუმ 60%.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები