BDO Academy-ში სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი იწყება
CFA ინსტიტუტი
CFA ინსტიტუტი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს და ამ ინდუსტრიაში ეთიკის, განათლებისა და პროფესიული განვითარების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას უწყობს ხელს.
CFA პროგრამა
The Chartered Financial Analyst, CFA — სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის პროგრამა ინვესტიციების მენეჯმენტის სფეროში გლობალურად აღიარებული პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია პორტფელისა და აქტივების მმართველებისთვის, საინვესტიციო და კვლევითი ანალიტიკოსებისთვის, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული პროფესიონალებისთვის და ფინანსებით დაინტერესებული იმ პირებისთვის, რომელთაც კარიერის გაგრძელება საინვესტიციო/პორტფელის მენეჯმენტის მიმართულებით სურთ.
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების (CFA charter) მიღებისთვის კანდიდატებს სამი დონის გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მოგროვება მოეთხოვებათ. გამოცდებისთვის მზადებით თითოეული კანდიდატი გამოიმუშავებს საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითდისციპლინის უნარ-ჩვევებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობისთვის ერთ-ერთი ღირებული კომპონენტია.
პროგრამის უპირატესობები
პირველი სარგებელი, რასაც კანდიდატი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) პროგრამაში ჩართვის შემდეგ იღებს, განათლებაა. გამოცდებისთვის მზადებითა და შესაბამისი წოდების მოპოვებით, ღირებული ცოდნის მიღების გარდა, კანდიდატის რეზიუმეს საერთაშორისო ხარისხი ენიჭება, კანდიდატს კი გლობალური დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა.
პროგრამის კიდევ ერთი უპირატესობა რეპუტაციაა. ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის ცნობილია, თუ რამდენად დიდ დროსა და ერთგულებას მოითხოვს სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) გამოცდებისათვის მზადება და პროფესიული წოდების მიღება; შესაბამისად, პოტენციური დამსაქმებლების თვალში ამ წოდების მქონე კანდიდატი საქმისადმი ერთგულებით, ეთიკური ღირებულებებითა და ანალიტიკური უნარებით გამოირჩევა.
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს წოდებამ კანდიდატის კარიერას?
პროგრამა განკუთვნილია ფინანსების სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, განსაკუთრებული ღირებულება კი მას ინვესტიციების/პორტფელის მართვის მიმართულებით მომუშავე პირებისთვის აქვს. ეს სფერო დღითიდღე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი ხდება და სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) პროფესიული წოდების მოპოვება ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ინვესტიციების მენეჯმენტის გარდა, ეს წოდება სხვა მომიჯნავე მიმართულებებითაც სასარგებლოა: იქნება რაოდენობრივი და ფინანსური ანალიზი, ფინანსური კონსალტინგი და სხვა.
BDO Academy გთავაზობთ ინტენსიურ და ინტერაქციულ 4 თვიან სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) პირველი დონის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს, რომელსაც ანა ბაზიარი გაუძღვება. ანა საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების უფროსია. მას ჩაბარებული აქვს CFA პროგრამის სამივე დონის გამოცდა და 2021 წლის აგვისტოდან სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელია (CFA Charterholder).
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის პირველი დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი BDO Academy-ში 4 ოქტომბრიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაცია CFA-ის შესახებ შეგიძლიათ აქ იხილოთ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები