პრინცესა დაიანას როლში კრისტენ სტიუარტის ცნობა გაგიჭირდებათ — ნახეთ ტრეილერი
მალე დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთი-ერთი ყველაზე ცნობილ, ბევრისთვის ძვირფას და ტრაგიკულ წევრს უკეთ გავიცნობთ.
პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებულ ახალ ბიოგრაფიულ დრამაში მთავარ როლს არც მეტი, არც ნაკლები, კრისტენ სტიუარტი ასრულებს. მართალია, სტიუარტს მაყურებელთა დიდი ნაწილი 2008-2012 წლებში ბინდის სახელით ცნობილი ფილმების სერიაში შესრულებული როლით იცნობს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ფილმის პირველ ტრეილერში ეს 31 წლის ამერიკელი მსახიობი მოულოდნელ გარდასახვას გვპირდება:
სპენსერი (Spencer) — ამ ახალი ფილმის სახელწოდება პრინცესა დაიანას გვარს იმეორებს. მისი სიუჟეტიც მთლიანად ლედი დის ირგვლივ განვითარდება: ისტორია ერთ უქმეებზე მომხდარ მოვლენებზე მოგვითხრობს, როცა პრინცესა დაიანა თავისი ქორწინების წარუმატებლობაზე დაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ პრინც ჩარლზს უნდა გაშორდეს.
სპენსერი ჩილელმა რეჟისორმა პაბლო ლარაინმა გადაიღო, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად 2016 წელს გამოსული ფილმით Jackie იცნობენ: აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ცოლის, ჟაკლინ კენედის როლის შესრულებით ნატალი პორტმანმა ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.
უკვე ცნობილია, რომ პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებულ ამ კინოსურათს სექტემბრის დასაწყისში ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, სადაც კინოკრიტიკოსები დიდი მოლოდინით ელიან მის ხილვას. ცოტა მოგვიანებით, ნოემბერში კი უკვე კინოთეატრებშიც შედგება ფილმის პრემიერა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები