არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ — ბაიდენი ქაბულში აფეთქებაზე
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქაბულში მომხდარ აფეთქებას ორგანიზატორებს არ აპატიებენ და ამაზე მათ პასუხს აგებინებენ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მათ, ვინც ეს თავდასხმა განახროციელეს და ვისაც ამერიკისთვის ზიანის მიყენება სურს, იცოდეთ, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ", — განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ისაუბრა იმაზეც, რომ მან უკვე გასცა ბრძანება, შეიმუშავონ შესაბამისი გეგმები ისლამური სახელმწიფოს ლიდერებზე, აქტივებსა და ობიექტებზე. მისი თქმით, თავდასხმას უპასუხებენ მათ შერჩეულ ადგილზე, მათი შერჩეული მეთოდით.
"ISIS-ის ტერორისტები ვერ მოიგებენ. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს, გამოვიყვანთ ჩვენ ავღანელ მოკავშირეებს და ჩვენი მისია გაგრძელდება. ამერიკას ვერ დააშინებენ", — თქვა მან.
BBC-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მოხმდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი ცნობით, აღნიშნული განცხადება ტელეგრამზე გავრცელდა.
ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა. პენტაგონის ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 15. მათივე განცხადებით, 14 აგვისტოდან 104 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, მათ შორის, 66 ათასზე მეტი აშშ-ს, ხოლო 37 ათასზე მეტი მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში ამ ეტაპზე, დაახლოებით, 1 000-მდე ამერიკელია დარჩენილი.
ქაბულის აეროპორტთან აფეთქება 26 აგვიტოს მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან ავღანელი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აეროპორტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ევაკუაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს არ აჩერებს დიდი ბრიტანეთი და აშშ.
წაიკითხეთ ასევე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები