განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი იმეორებს, რომ ჭეშმარიტად განათლებული თაობის მისაღებად, აუცილებელია არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს. პირველად ამის შესახებ ჩხენკელმა 17 აგვისტოს, ქობულეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა და დღეს, მარტვილის მერობის კანდიდატის წარდგენისას, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არიან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო თავის მხრივ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს, ზოგადად, ჩვენი რეფორმის წარმატებაში და ხარისხიანი განათლების დამკვიდრებაში. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ჩვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს", — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გაიგე მეტი: