ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, აცრილი მომხმარებლები წაახალისოს და წიგნებზე ფასდაკლება შესთავაზოს.

"გამომცემლობაში გვჯერა, რომ პანდემიასთან გამკლავებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი გზა საზოგადოების აცრასა და სწრაფ იმუნიზაციაზე გადის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ პროცესში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ და სრულად აცრილ მკითხველებს ჩვენი წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით შევთავაზოთ", — აცხადებენ კომპანიაში.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სულაკაურის წიგნის მაღაზიებს, წარადგინოთ კოვიდ პასპორტი და შეიძინოთ წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით.

"რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლების თითქმის სრული უმრავლესობა ორჯერ აცრილია. ერთად დავამარცხოთ პანდემია! გისურვებთ ჯანმრთელობას!", — ამბობენ სულაკაურის გამომცემლობაში.

სულაკაურის წიგნის მაღაზიების მისამართებია:

▪ ისთ ფოინთი, მთავარი მოედანი
▪ გლდანი მოლი, G სართული
▪ სითი მოლი საბურთალო, 1-ლი სართული
▪ ჭავჭავაძის გამზირი №15
▪ ცინცაძის ქუჩა №2
▪ გალერია თბილისი, -1 სართული