ხშირად პროფესიას იმდენად ნაჩქარევად ვირჩევთ, რომ მომავალზე ფიქრს ვერ ვასწრებთ. არ ვსვამთ ისეთ აუცილებელ კითხვებს, როგორებიცაა — რეალურად რისი კეთება მინდა? რას ველი სამომავლო პროფესიისგან? რამდენად კონკურენტუნარიანი ვიქნები მუდმივად ცვალებად შრომით ბაზარზე? ან შერჩეულ სასწავლო დაწესებულებას რამდენად შეუძლია საჭირო ცოდნის მოცემა?

ადამიანები, რომელთაც ამ კითხვებზე პასუხი აქვთ და ისიც იციან, რომ მომავლის პროფესიები ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირშია, Miami Ad School-ს ირჩევენ.

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიის მიმართულებით ყველაზე გავლენიანი სკოლაა, რომლის ფილიალს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეხვდებით. მას 2020 წელს თბილისის სკოლაც შეემატა. ის თავისუფალი უნივერსიტეტის და თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა და წელს უკვე მეორე ნაკადს მიიღებს. სკოლაში აპლიკაციის გაგზავნა 2021 წლის 10 სექტემბრამდე შეგიძლიათ.

3 სექტემბერს, 19:00 საათზე სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა მსურველს შეეძლება პირადად გაიცნოს სკოლის ლექტორები, ადმინისტრაცია და მათგან მოისმინოს ყველა დეტალი პორტფოლიო პროგრამასთან დაკავშირებით. ღია კარის დღეზე მოწვეული იქნებიან როგორც Miami Ad School-ის სპონსორი კომპანიები — თიბისი ბანკი და თავისუფალი უნივერსიტეტი, ასევე სკოლის პარტნიორი სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები.

ორწლიანი საერთაშორისო პორტფოლიო-პროგრამა სარეკლამო ინდუსტრიის კარს ნამდვილად გაგიღებთ, თუმცა ეს ყველაფერი არაა — წაიკითხეთ კიდევ 10 მიზეზი, რის გამოც Miam Ad School Tbilisi-ში უნდა ისწავლოთ.

1. ის სარეკლამო ინდუსტრიის საუკეთესო სკოლაა

1993 წელს დაარსებული პორტფოლიო პროგრამა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს და სარეკლამო ინდუსტრიის წამყვან სკოლად ითვლება. ამის მიზეზი სხვადასხვა სასწავლო მეთოდის გამოყენებაა, რაც სტაჟირებას, გაცვლით პროგრამას, პორტფოლიოს შედგენას და თეორიულ სწავლებას მოიცავს. მომავლის პროფესიის ათვისებისთვის ყველაზე სწორად შერჩეული მიდგომები და დასაქმების მაღალი შესაძლებლობა Miami Ad School-ს ყველა სხვა სასწავლო დაწესებულებისგან გამოარჩევს.

2. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს

თანამედროვე შრომითი ბაზარი გლობალურია და საერთაშორისო გამოცდილების გარეშე თავის დამკვიდრება შეუძლებელია. თბილისში არსებულ ფილიალში სწავლება სწორედ ინგლისურად მიმდინარეობს და სტუდენტებს საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენტუნარიან კადრად აქცევს.

3. MAST-ის დახმარებით მომავლის პროფესიონალი გახდებით

ფოტო: Miami Ad School

თანამედროვე საქმიანი ურთიერთობები სარეკლამო ინდუსტრიაზე დგას და სამომავლოდაც ყველაზე მოთხოვნადი სფერო იქნება. ამის მიზეზი ჩვენი ყოველდღიურობის მეტად და მეტად გაციფრულებაა, რის გამოც ნებისმიერი კომპანია აუდიტორიის შემოკრებას სხვადასხვა სოციალური არხის დახმარებით ცდილობს და ბაზარზე არსებობისთვის ახალ, კრეატიულ მეთოდებს ეძებს. MAST-ში მიღებული ცოდნით თქვენ სწრაფად ცვალებადი საქმიანი ურთიერთობების ნაწილი გახდებით.

4. გაიღრმავებთ ცოდნას არტ-დაირექშენის მიმართულებით ან შეისწავლით ქოფირაითინგს

Miami Ad School Tbilisi-ში არტ-დაირექშენი და ქოფირაითინგი ისწავლება. ეს ორი მიმართულება, პრაქტიკულად, სრულად ფარავს სარეკლამო ინდუსტრიის კრეატიულ ნაწილს და ერთმანეთს ავსებს. არტ-დაირექშენი იდეების გენერირებისა და განხორციელების ვიზუალურად გამოსახვის გზაა, რის გარეშეც სარეკლამო ინდუსტრია ვერ იარსებებს.

ქოფირაითინგი კი იდეების სიტყვებად ქცევას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ის აუდიტორიისთვის მიმზიდველი მესიჯის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტია. სიტყვების მაგიაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ქოფირაითინგზე სწორედ MAST-ში ისწავლით.

5. Learning by Doing მეთოდით პრაქტიკულ უნარებს შეიძენთ

ფოტო: Miami Ad Schoo

Learning by Doing — ანუ სწავლა კეთებით MAST-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. პროფესიული უნარების დაუფლება მხოლოდ თეორიული ცოდნით შეუძლებელია, პრაქტიკული სწავლების მეთოდი კი რეალურ გამოცდილებას გაძლევთ და დასაქმების ბაზარს სრულად მომზადებული უერთდებით. სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა უმეტესობაც სარეკლამო ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებზეა დასაქმებული, სწორედ სწავლების ამ მოდელს უმადლიან წარმატებას. ისინი ამბობენ, რომ სკოლა მათ საკუთარი იდეების ფორმირებაში დაეხმარათ.

6. ცოდნას გაგიზიარებენ ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტები

MAST საუკეთესო სასწავლო გამოცდილებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტებთან თანამშრომლობს. თქვენს განათლებაზე ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იზრუნებენ და საკუთარ პრაქტიკულ ცოდნას გაგიზიარებენ. ლექტორები არიან გურამ წიბახაშვილი, აკაკი რაზმაძე, გიორგი ქვლივიძე და სხვები. ამასთან, სპეციალური მოწვევით ბერლინიდან ჯოი ჩაკრავორტი ჩაატარებს ქოფირაითინგის ლექციებს, ხოლო გრაფიკულ დიზაინს სავინა მოკრევა შეგასწავლით.

7. გექნებათ სხვა ქვეყანაში სწავლის და მუშაობის შესაძლებლობა

ფოტო: Miami Ad School

კეთებით სწავლება საერთაშორისო გამოცდილების შეძენასაც მოიცავს. სწავლის პირველ წელს თბილისის კამპუსში გაატარებთ, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კვარტალში სკოლის პარტნიორ სააგენტოებში გაივლით საერთაშორისო პრაქტიკებს, ხოლო მერვე კვარტალში ბერლინის სკოლაში წახვალთ, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს ამოირჩევთ და მენტორებთან ერთად საბოლოო სახით პორტფოლიოს შეკრავთ. სარეკლამო ინდუსტრია გლობალურია და სხვა ქვეყნების გამოცდილების ცოდნა პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია.

8. გაივლით სტაჟირებას Miami Ad School-ის საერთაშორისო ქსელის პარტნიორ სააგენტოებში

ეს ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებები ძალიან იშვიათად თუ სთავაზობენ საკუთარ სტუდენტებს. MAST-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ მსოფლიოში წამყვანი სააგენტოების პრაქტიკული საქმიანობის თანამონაწილე გახდეთ და გლობალურ ტრენდებს ფეხი სწრაფად აუწყოთ.

9. სწავლის დასასრულს პორტფოლიოს შექმნით, რომელიც ნებისმიერი დამსაქმებლისთვის სასურველ კანდიდატად გაქცევთ

სწავლის ბოლო ეტაპზე მენტორთან ერთად პროექტზე იმუშავებთ და შეადგენთ პორტფოლიოს, რომლითაც დამსაქმებლებს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას გააცნობთ. კარგი პორტფოლიო პრესტიჟულ კომპანიაში დასაქმების საუკეთესო შანსია და მის შექმნას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენტორის დახმარებით შეძლებთ.

10. პორტფოლიოს შეკვრის შემდეგ ბერლინის სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტებს გასაუბრებებს წამყვანი სააგენტოების ტოპ მენეჯმენტთან

ფოტო: Miami Ad School

ერთი სიტყვით, თქვენს კარიერულ წინსვლაზე არა მარტო თბილისის სკოლა, არამედ Miami Ad School-ის გლობალური ქსელი იზრუნებს.

გაინტერსებთ მეტი Miami Ad School Tbilisi-ზე? — ესტუმრეთ მის ვებსაიტს ან ფეისბუქ ფეიჯს, ხოლო რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.