საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის: წაკითხულის გააზრების, ლოგიკური მსჯელობის, რაოდენობრივი მსჯელობისა და ანალიტიკური წერის პირველადი შედეგები ცნობილია.

შედეგების გაგება შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე, naec.ge-ზე, სადაც პირადი ნომრისა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის ჩაწერა დაგჭირდებათ. კიდევ ერთი გზა მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. SMS-ით შედეგების გასაგებად მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე: 93333. ამ მომსახურების საფასური 50 თეთრია და ანგარიშიდან ჩამოიჭრება იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

რაც შეეხება შედეგების გასაჩივრებას, სააპელაციო განაცხადების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება. დეტალები ცენტრის საიტსა და Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.