დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 611, ხოლო გარდაიცვალა — 79 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 531 171-ს, გამოჯანმრთელდა — 468 917, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 028 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 26 534, ხოლო PCR-ით — 17 119.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,49%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 10,77%, ხოლო 7 დღის — 10,51%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 540;
  • აჭარა — 494;
  • იმერეთი — 462;
  • ქვემო ქართლი — 312;
  • შიდა ქართლი — 274;
  • გურია — 119;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 334;
  • კახეთი — 361;
  • მცხეთა-მთიანეთი — 102;
  • სამცხე-ჯავახეთი — 99;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 31.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 55 879.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 56 200, საიდანაც 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 3 348 — კლინიკურ სასტუმროში. მძიმე პაციენტია 1 563 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: