სადგურის მოედანზე დასაქმებული გარემოვაჭრეები ითხოვენ, კოვიდ რეგულაციების პირობებში იჯარის გადასახადიდან გაათავისუფლონ. მათი მოთხოვნაა სახელმწიფომ, მერიამ ან დირექციამ შეღავათი გაუწიოს,, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

"20 წელია ვართ ამ ბაზარში და მართლა პირნათლად ვიხდით გადასახადს, აბა. გადამოწმებაც შეიძლება და რა მოხდება, რომ ერთი თვე და ორი თვე შეღავათი რომ გაგვიწიონ და მართლა რომ ვიხრჩობით და ხალხი არ შემოდის ბაზარში. სანამ ტრანსპორტი იქნება, აღდგება ყველაფერი, მანამდე არ შეიძლება ცოტა ჩვენს მდგომარეობაში რომ შევიდნენ? თუნდ სახელწიფო, თუ მერია, თუნდ ჩვენი დირექცია", — ამბობს გარემოვაჭრე.

ფორმულსთან საუბრისას, ერთ-ერთი დასაქმებული ამბობს, რომ ტაქსით უწევს ბაზარში მისვლა და შემოსავლის ნაცვლად, ვალი რჩება.

"დიაბეტიანი ვარ, შაქრის წამლების მინდა,ვითომ გვაფინანსებენ, ვითომ გვეხმარებიან ამ დიაბეტის წამლებში, მაგრამ კაციშვილი არაფერს არ გვაძლევს, ამიტომ ეს 14-დან სანამ იქნება მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი გაჩერებული, გაგვიკეთონ შეღავათი", — ამბობს ის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტის შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.