საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2 მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე მუშაობენ. ამის შესახებ მან ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას ისაუბრა.

"ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა Pfizer-ის კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ", — განაცხადა მან.

23 აგვისტოს აშშ-მ სრულად დაამტკიცა Pfizer-ის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა. აქამდე Pfizer-ს, სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა ჰქონდა.