ბაღდავაძის გათავისუფლება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლება განსხვავებული აზრის საფუძველზე დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ორგანიზაცია თბილსერვის ჯგუფს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, წერილობით განუმარტოს ბაღდავაძეს გათავისუფლების მიზეზები. გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაამონიტორინგოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემო.
"ირაკლი ბაღდავაძის თქმით, განთავისუფლების შემდეგ მას პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებით ემუქრებიან, ხოლო მედიაში დამატებით ვრცელდება ინფორმაცია ირაკლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით განხორციელებულ შანტაჟზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატებითი შესწავლისა და გამოძიების საგანი უნდა გახდეს", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაღდავაძე მათ სამართლებრივი დახმარების თხოვნით თავდაპირველი პროტესტის შემდეგ დაუკავშირდა და გათავისუფლების რისკებზე მაშინვე საუბრობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე თბილსერვის ჯგუფის მონიტორინგის სამსახურმა ბაღდავაძის საკითხზე მოკვლევა ჩაატარა. მათი თქმით, ბაღდავაძისთვის ამ დრომდე უცნობია მოკვლევის შედეგები.
"სხდომის მიმდინარეობისას ირაკლი ბაღდავაძე უარყოფდა კონფლიქტს სხვა დასაქმებულებთან და თბილსერვის ჯგუფს ამ დაპირისპირების ინსცენირებაში ადანაშაულებდა.
სხდომის მიმდინარეობისას თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ბაღდავაძის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და ირაკლი ბაღდავაძის შეფასებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გარეშე სხდომა აუცილებლად შანტაჟის, შევიწროვებისა და მუქარის ფონზე წარიმართებოდა", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. თბილსერვისის ჯგუფში აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები "გონივრულ ვადაში" დაკმაყოფილდებოდა. 13 აგვისტოს ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ მას ხელმძღვანელობამ, რომეო მიქაუტაძემ თბილისის მერი, კახა კალაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. მიქაუტაძე აღნიშნულს აბსურდულს უწოდებს და დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს.
გაიგე მეტი:
- დროა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს იურიდიულ მხარდაჭერას უცხადებს
- ხმალაძე დასუფთავების სამსახურის გაფიცვას კალაძის წინააღმდეგ მიმართულ "უნიჭოდ მართულ" პროცესს უწოდებს
- კალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვას "რამდენიმე კრიმინალის" მიერ "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის ინსპექციას თბილსერვისის შემოწმებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები