არჩევნების გადადგების ინიციატივა ოპოზიციიდან არ უნდა მოდიოდეს, მაინც არავინ გადადებს — ხვიჩია
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არჩევნების გადადების ინიციატივა ოპოზიციიდან არ უნდა მოდიოდეს, რადგან ეს წინასწარ დამარცხებას ნიშნავს. მისი თქმით, არ სურს ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ჰქონდეს ტრიუმფალური გამარჯვება.
"ოპოზიციის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს არჩევნების გადადების ინიციატივა, იმიტომ, რომ მაინც არავინ არ გადადებს და ოპოზიცია გავა დამარცხებული ამ არჩევნებზე, წინასწარ, რომელსაც არ უნდოდა ამ არჩევნების ჩატარება და ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ ძალით ჩაატარებინა მაშინ, როდესაც ოპოზიცია თავს სუსტად გრძნობდა. ეს არ მინდა, რომ მოხდეს, მე მინდა, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას არ ჰქონდეს ტრიუმფალური გამარჯვება", — თქვა ხვიჩიამ TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების შეცვლის სურვილი არსებობს, სახალხო დამცველის აზრი, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადების შესახებ, არ უნდა იყოს გათვალისწინებული.
"ჩვენ, ადამიანებმა სულ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სხვადასხვა რისკებს შორის და გადავდგათ ნაბიჯები, თუ ცხოვრების გაგრძელება გვინდა, აქედან გამომდინარე, თუ მართლა გვინდა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, უკეთესი ხელისუფლება მივიღოთ, სადღაც წინ წავიდეთ, მაშინ სახალხო დამცველს კი არ უნდა დავუჯეროთ და დამარცხებული კი არ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, არამედ ყველაფრის მიუხედავად, ყველა წესების დაცვით, ორჯერ აცრილები და ამას მოვასწრებთ, ჩემი აზრით", — აღნიშნა ხვიჩიამ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.
- შარშან პირადად მქონდა კომუნიკაცია NCDC-სთან, წელს საჭიროდ ჩავთვალე არჩევნების გადადებაზე განცხადება გამეკეთებინა — ომბუდსმენი
- ჩემი მიმართვის ადრესატი პრემიერმინისტრი იყო, რადგან მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა — ლომჯარია
ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. ამ საკითხზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები