პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ არჩევნების გადადება გამოსავალი არ არის. მისი აზრით, რეალური გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაშია:

"ამის პროგნოზირება ახლა, რა ვითარება იქნება 2 ოქტომბერს, ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ შეიძლება, არც შემდეგ არ იყოს ისეთი კარგი ტენდენცია. ამიტომ გამოსავალი არ მგონია მთლად იყოს არჩევნების გადადება, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება", — განუცხადა ბესელიამ მთავარ არხს.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.

ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.