გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია არჩევნების გადადების ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა.

"სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით. დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი "ქოცებს" ვუყუროთ? არჩევნები არ ჩავატაროთ? რაც შეეხება შენიშვნებს იმაზე, რომ პოლიტიკოსები ზრდიან ინფიცირების რიცხვს, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ იმიტომ, რომ ნაცვლად კარდაკარისა, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ მოწყობილი, ჩვენ მოვიფიქრეთ ზუმდაზუმ კამპანია, სადაც ადამიანებს Zoom პლატფორმის საშუალებით ველაპარაკებით", — აცხადებს ხვიჩია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.