ყოველდღიურად უამრავ პრობლემასა თუ სირთულეს ვეჭიდებით, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ყოველ წამს გაღიმება არ გვინდა, პირიქით — გრძნობებისა და ემოციებისთვის თვალის გასწორება და მათი გადალახვა მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღება ზედმეტი მაინც არასდროსაა.

ამ შემთხვევაში მხარდაჭერას უსაყვარლესი ლურჯი ლამა შემოგთავაზებს და გაგახსენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება:

1. საყვარელ ადამიანებთან ნამდვილი ემოციების დამალვა საჭირო არაა

ფოტო: Chris Yang

2. ჩვენი საყვარელი ადამიანები მუდამ მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ

ფოტო: Chris Yang

3. ისინი თუნდაც პატარა სურვილების შესრულებითაც გვეხმარებიან

ფოტო: Chris Yang

4. დასვენებას ყველა ვიმსახურებთ

ფოტო: Chris Yang

5. ხანდახან არაფრის კეთებაც მნიშვნელოვანია

ფოტო: Chris Yang

6. ჩვენს ფასს ხანდახან სხვები უფრო კარგად ხვდებიან

ფოტო: Chris Yang

7. ჩახუტებას ყველა პრობლემის შემსუბუქება შეუძლია

ფოტო: Chris Yang

8. დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია

ფოტო: Chris Yang

9. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი გულით ვცდილობთ

ფოტო: Chris Yang

10. სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა პატარა ნაბიჯებითაც შესაძლებელია

ფოტო: Chris Yang

11. სხვისი ღიმილის მიზეზად მარტივად შეიძლება იქცე

ფოტო: Chris Yang

12. როცა საკუთარი მზე არ გაქვს, საყვარელი ადამიანი თავისას გათხოვებს

ფოტო: Chris Yang

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.