საგარეო საქმეთა მინისტრის, ზავით ზალკალიანის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა იყო "ძალიან თბილი და მეგობრული".

"გუშინ პრემიერმინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა", — განაცხადა ზალკალიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ერთმანეთს კიევში, ყირიმის სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, შეხვედრა არაფორმალური იყო.

შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შარლ მიშელინ "კიდევ ერთხელ დაარწმუნა", რომ საქართველო ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას. იქამდე, თავად შარლ მიშელმა დაწერა, რომ დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმების ერთგულება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიანიშნა იმაზეც, რომ მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება.

გაიგე მეტი: