ტრიპანოფობია — როგორ გადავლახოთ ნემსების შიში
კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი ვაქცინაციაა, თუმცა მოსახლეობაში არსებული შიშები და ინფორმაციის არქონა პროცესის დაჩქარებას ხელს უშლის. ხალხს მეცნიერების მეტი რწმენა რომ ჰქონდეს და ირაციონალური შიშების გამო ვაქცინაზე უარს არ ამბობდნენ, ვირუსს სწრაფად დავამარცხებდით. ზოგიერთი ადამიანი მეცნიერებას ენდობა, შიშის მიზეზი კი ბევრად კონკრეტული და ხშირად არანაკლები ბარიერია — საუბარი გვაქვს ტრიპანოფობიაზე, იგივე ნემსებისა და ჩხვლეტის პანიკურ შიშზე.
თუ ტრიპანოფობია გაქვთ, სტატიაში ჩამოთვლილი 6 გზა სიტუაციის მართვაში დაგეხმარებათ.
1. გადააფასეთ პრიორიტეტები
ნემსს ძირითადად აუცილებელი საჭიროებისას ვიკეთებთ, იქნება ეს გეგმიური აცრები, ცოფის საწინააღმდეგო აცრა თუ სხვა წინასწარ დაგეგმილი ან გადაუდებელი პროცედურა. შესაძლოა, ფობიის გამო ყველა მსგავს პროცესს თავს არიდებდეთ, მაგრამ შიშთან დაპირისპირება და მისი უგულებელყოფა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უკვე დიდი ხანია, პანდემიურ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენი, ჩვენი გარშემომყოფების, ნებისმიერი ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მეტიც, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ამ რეალობის დასრულების რეალური გზა ვაქცინაციაა. ნუ დაივიწყებთ, რომ კონკრეტულ მომენტში ფობიაზე გამარჯვებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია და ეს პრიორიტეტი საკუთარ თავს მუდმივად შეახსენეთ.
2. გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები, რომლებიც დაგამშვიდებთ
თუ ექიმთან ვიზიტის დღე დადგა და ღელვა მატულობს, ფარ-ხმალს ნუ დაყრით. არაერთი გზა არსებობს, რომელიც სტრესის მართვაში დაგეხმარებათ:
- თუ ნემსის გაკეთებისას შფოთვა გიმძაფრდებათ, პროცედურამდე ჟასმინის ან გვირილის ჩაი დალიეთ, შეგიძლიათ მცენარეული დამამშვიდებლები მიიღოთ, რაც სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
- თუ ნემსის გაკეთებისას გულის წასვლა გამოგიცდიათ, პროცედურამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ მარილიანი ან ტკბილი საკვები, ელექტროლიტებით მდიდარი პროდუქტები, როგორიც რძის პროდუქტები და ხილია (ბანანი, ციტრუსები, საზამთრო). გულის წასვლა სისხლის წნევის უეცარი დაცემის ბრალია და აღნიშნული პროდუქტებით მდგომარეობას დაასტაბილურებთ.
3. სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციას მიმართეთ
ექიმთან ვიზიტამდე სიმშვიდის მოპოვება მედიტაციით შეგიძლიათ, 10-15 წუთის განმავლობაში მაინც მედიტირდით, გონება მაქსიმალურად გაითავისუფლეთ, მშვიდი მუსიკა ჩართეთ და თავი შეამზადეთ. ნემსის გაკეთებისას კი ღრმად სუნთქვას ნუ დაივიწყებთ: ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და რამდენიმე წამში ნელ-ნელა ამოისუნთქეთ პირით და ასე განაგრძეთ მცირეხნიანი პროცედურის დასრულებამდე.
4. ნემსის გასაკეთებლად გაიყოლეთ მხარდამჭერი
ნემსის გასაკეთებლად მარტო ნუ წახვალთ. წაიყოლეთ ადამიანი, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას გაგიწევთ და გვერდიდან არ მოგცილდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელსაც ჩაგჭიდებთ. თუ თქვენი ემოციური მხარდამჭერი და თქვენ ვაქცინაციაზე ერთად ჩაეწერებით, შეგიძლიათ ნახოთ როგორ იკეთებს ნემსს, რაც დაგარწმუნებთ, რომ პროცედურა უმტკივნეულო და ძალზე სწრაფია.
5. სამედიცინო მუშაკები თქვენი ფობიის შესახებ გააფრთხილეთ
ნუ მოგერიდებათ, ექთანს უთხარით, რომ ფობია გაქვთ და პროცესი სტრესულია. დაჯექით კომფორტულად ან, სულაც, წამოწექით და თუ ეს დაგეხმარებათ, უთხარით, რომ პროცედურის ყველა ეტაპი სიტყვიერად აგიხსნან. დაგვიჯერეთ, ამას არავინ დაიზარებს და ეცდება, რომ ნემსის გაკეთება მაქსიმალურად კომფორტულ გამოცდილებად გიქციოთ.
6. სცადეთ თერაპია
თუ ნემსების ფობია იმდენად მძაფრია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი ხელს გიშლით, აუცილებლად მიმართეთ თერაპიას, ამით საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნებთ და გარანტია გექნებათ, რომ სამომავლოდ ერთი ბარიერით ნაკლები შეგაწუხებთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები