მიშელის საპასუხოდ ზალკალიანი ამტკიცებს, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტები შესრულებულია და ეს პროცესი გრძელდება
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია და პროცესი გრძელდება. ასე ეხმაურება ის შეთანხმების ინიციატორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას შეთანხმების შესრულების საჭიროებაზე.
ზალკალიანის თქმით, კიევში, ყირიმის სამიტზე შარლ მიშელისა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა "ძალიან თბილი და მეგობრული" იყო.
"კიდევ ერთხელ იქნა ჩვენი მხრიდან დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებით; იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ასევე, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც. ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც საუბარი არის 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება საბოლოოდ შესრულებული [...]
რეფორმები, ერთ დღეში, ერთ კვირაში და ერთ თვეში არ სრულდება. მუდმივი პროცესია, რომელზეც მუდმივად უნდა იყოს მუშაობა და ამის მზაობა და თანმიმდევრულობა, რომ ეს პროცესი იყო ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, არის საკმაოდ გაცხადებული.", — განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კითხვას, როგორ აპირებს მმართველი პარტია შეთანხმების შესრულებას, რომელიც თავადვე გამოაცხადა ანულირებულად, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ქართული ოცნება მაინც შესრულებას ვალდებულებებს. ის ფიქრობს, რომ "საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ განემარტა", რატომ გახდა საჭირო შეთანხმების ანულირება.
"შეთანხმება მაშინ ითვლება შეთანხმებად, როდესაც მისი ყველა ხელმომწერი ასრულებს ამ შეთანხმებას და არგუმენტი, რომელიც თქვენ იხილეთ და საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ განემარტა იყო ის, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე [ნაციონალური მოძრაობა] საერთოდ არ შეუერთდა ამ შეთანხმებას", — განაცხადა ზალკალიანმა.
შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოსთვის რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მან მთავრობას შეთანხმების ერთგულებისკენ მოუწოდა და თან მიანიშნა, რომ მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები