The Morning Show-ის მეორე სეზონის გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება! მანამ, სანამ 17 სექტემბერს ჩვენი საყვარელი სერიალის პირველ ეპიზოდს ვიხილავთ, Apple TV-მა მეორე სეზონის ახალი ტრეილეირით გაგვანებივრა:

მეორე სეზონში მოვლენები ძირითადად კვლავ ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსონაჟების ირგვლივ განვითარდება და იმ შედეგებზე მოგვითხრობს, რაც მათმა საერთო თამამმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა.

ახალი სეზონი ახალი სამსახიობო გუნდით ბრუნდება ეკრანებზე: პირველი სეზონიდან უკვე კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად (ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი თუ სტივ კარელი), ვიხილავთ ისეთ ახალ მსახიობებსაც, როგორებიც ჯულიანა მარგულისი, ვალერია გოლინო და ჰოლანდ ტეილორი არიან. სერიალის მეორე სეზონში ჯამში 10 ეპიზოდი იქნება.