ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

"მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში", — დაწერა მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს კიევში, ყირიმის სამიტის მიმდინარეობისას, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.