შინიჩირო ვატანაბეს საკულტო ანიმე Cowboy Bebop სულ მალე ეკრანებზე სერიალის სახით დაბრუნდება. კოსმოსში კრიმინალებზე მონადირე სპაიკისა და მისი თანამზრახველების ისტორიის პრემიერა Netflix-ზე 19 ნოემბერს შედგება.

ნეტფლიქსის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯონ ჩო, მუსტაფა შაკირი და დანიელა პირედა შეასრულებენ. რაც მთავარია, სერიალის შექმნაში თავად შინიჩირო ვატანაბეა ჩართული, ხოლო ახალი პროექტისთვის მუსიკა Cowboy Bebop-ის ანიმეს კომპოზიტორმა იოკო კანომ დაწერა.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

სერიალის გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა ამჯერად ნეტფლიქსმა ლეგენდარული ანიმეს გულშემატკივრებს ახალი პროექტის პირველი ფოტოები გაუზიარა.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

Cowboy Bebop მაყურებლებმა პირველად 1998 წელს იხილეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ისტორიის, პერსონაჟებისა და გამორჩეული მუსიკის წყალობით, ანიმე პოპულარულობას დღემდე არ კარგავს. რამდენად გაამართლებს ნეტფლიქსი გულშემატკივრების მოლოდინებსა და იმედებს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix