წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. დღეს, 23 აგვისტოს აცრა იმ ბენეფიციარებსაც ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ.

"თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% უკვე აცრილია", — განაცხადა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

დღემდე სამედიცინო დაწესებულებში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით ვაქცინირებულები არიან.