ბილაინი ინოვაციური იდეების მხარდასაჭერად — მეწარმეობის მსოფლიო თასი და მისი გამარჯვებულები
მეწარმეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ინოვაციურ იდეებს ენიჭება, რაგან როდესაც რაღაც ახალი და საინტერესო იქმნება, ეს ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. სამეწარმეო სფეროში მთავარია სწორი იდეა და მისი განხორციელების გზების ძებნა. ისინი, ვინც ამ საქმეს ხელს უწყობენ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას დებენ.
სწორედ ინოვაციური სამეწარმეო იდეების ხელშეწყობის მიზნით ტარდება მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსი (EWC), რომელშიც წელს, საერთაშორისო დონეზე, მონაწილეობა 150 000-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო. საქართველოში კონკურსის ადგილობრივი ფინალი უკვე გაიმართა, სადაც სტარტაპმა Slack გაიმარჯვა და გლობალური ფინალისტი გახდა. მეორე ადგილი Dinespace-სს ერგო, რომელმაც 3 000-ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღო.
კონკურსის მხარდამჭერი ბილაინია — კომპანიაში ამბობენ, რომ ციფრული პროდუქტებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა მათი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.
Entrepreneurship World Cup Georgia-ს ფინალში რვა გუნდი გავიდა. სტატიის მომდევნო ნაწილში კონკურსის პირველი და მეორე ადგილების მფლობელებს გაგაცნობთ. აქ ნამდვილად დარწმუნდებით, რომ საქართველოში ინოვაციურ სამეწარმეო იდეებს დიდი მომავალი აქვს.
Stack
Stack ინტერნეტ ბრაუზერია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინონ ვებ კონტენტის ორგანიზება, განახორციელონ ნავიგაციის პროცესი სხვა ბრაუზერებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად და შეასრულონ ამოცანები დაბრკოლებების გარეშე.
Stack-ის გუნდმა საქმიანობა 2018 წელს დაიწყო. კომპანიაში მიხვდნენ, რომ ბაზარზე არსებული ბრაუზერები 20 წელზე მეტია, რაც არ შეცვლილა და ისინი ვეღარ აკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოთხოვნებს და სწორედ თანამედროვე მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნეს Stack.
"როდესაც ბრაუზერები შეიქმნა, მათი მთავარი ფუნქცია ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა იყო, ინფორმაციის მოძიება და სხვა. დღეს ინტერნეტი რადიკალურად შეიცვალა და შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა ინტერნეტში მუშაობისას. ახლა საიტების გახსნის მაგივრად ვიყენებთ სხვადასხვა ვებ აპლიკაციას.
Stack-ში რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გახსნა არის შესაძლებელი. ამასთან, ეს ბრაუზერი სისწრაფითაც გამოირჩევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ეგრეთ წოდებული შორთქათების საშუალებით სწრაფად მიაგნოს მისთვის სასურველ აპლიკაციას", — ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.
Stack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი Entrepreneurship World Cup-ის შესახებ საუბრისას კონკურსის გლობალურ ფინალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს კონკურსი ძალიან კარგი პლატფორმაა მათთვის, რათა პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს ხმა მიაწვდინონ.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გვიყვება, Stack-ს 15 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ბრაუზერს აქტიურად იყენებენ. მისივე თქმით, ახლა ცვლიან ტექნოლოგიას, რომელზეც Stack იქნება დაწერილი. კომპანიის მიზანია, მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდოს.
Dinespace
Dinespace არის პლატფორმა, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი დრო, კერძი და რესტორანაში მისვლამდე წინასწარ გააკეთოს შეკვეთა. იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიშის წინასწარ გადახდაც შესაძლებელია, მომხმარებელი დროს ამ ნაწილშიც ზოგავს. ეს სტარტაპი Entrepreneurship World Cup-ის ადგილობრივი ფინალის ფარგლებში მეორე ადგილზე გავიდა.
"Dinespace ეხმარება რესტორნების მომხმარებლებს, რათა დრო აღარ დაკარგონ კერძის კეთების ლოდინში. ეს განსაკუთრებით საინტერესოა დატვირთული გრაფიკის მქონე თანამშრომლებისთვის, ვისაც უწევს ოფისში მიირთვას მოკლე შესვენებების გამო", — ამბობს Dinespace-ის დირექტორი მიქაელ ჩიქოვანი.
კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობენ როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის ბაზრებზე. ამასთან, გამოხმაურებები მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. ახლა მობილური აპლიკაციის მზადების პროცესში არიან და ძირითად აქცენტს გერმანული ბაზრის სრულყოფილად ათვისებაზე აკეთებენ.
Dinespace-ში Entrepreneurship World Cup-ის შესახებ საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს კონკურსი მათი სამომავლო ხედვების გაუმჯობესებაში დაეხმარა. ამასთან, მათი თქმით, აპირებენ, რომ მიღებული ფულადი პრიზი პროდუქტის განვითარებას მოახმარონ.
ბილაინში კი აღნიშნავენ, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულების მხარდაჭერის მიზნით, კომპანია სტარტაპებთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობას აანონსებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ანტრეპრენერშიპის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარება უმნიშვნელოვანესია. სტარტაპ ეკოსისტემის შექმნაში კერძო სექტორს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსის ჩატარებას საქართველოში, რომელიც ქართველ ანტრეპრენერებს განვითარებასა და წინსვლაში დაემხარება. ბილაინი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სტარტაპებთან სხვადასხვა მოდელით — მათ შორის, გეგმავს და ახორციელებს საერთო პროექტებსაც", — ამბობენ ბილაინში.
მეწარმეობის მსოფლიო თასის ღონისძიებაში 2021 წელს 200 ქვეყნის 150 000-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. გლობალური ფინალისტები ერთმანეთს Misk Global Forum-ზე, რიადში, საუდის არაბეთში, ნოემბერში შეხვდებიან.
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები