კლინიკების ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაწიონ აცრის ასაკი და რეგულაციებზე კონტროლი გაამკაცრონ
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას ღია წერილით მიმართავს და კორონავირუსის ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. კონკრეტულად, კლინიკების ასოციაცია ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროცესში 12-16 წლის მოზარდებიც უნდა ჩაერთონ, ასევე, უნდა გამკაცრდეს რეგულაციების აღსრულების კონტროლი.
"გადაუდებლად დაიწყოს 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ დავკარგავთ დროს ჯანმოს [ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია] რეკომენდაციის მოლოდინში.
გადაუდებლად შეიქმნას 2-3 კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები. სასურველია 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კლინიკების ასოციაციის კიდევ ერთი მოთხოვნა, საქართველო ჩაერთოს ისრაელში შემქნილი კოვიდპრეპარატის დატესტვის პროცესში. ასევე, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების დახმარებით განახლდეს კლინიკური მართვის პროტოკოლი.
"სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას ქ. თელავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილი მედიკამენტის EXO-CD24 (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ. ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს.
კლინიკურმა საბჭომ ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია", — წერია კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.
კლინიკების ასოციაცია კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭომ საველე ჰისპიტალების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო და აცხადებენ, რომ ეს მათი რეკომენდაციაც იყო. თუმცა, ფიქრობენ, რომ სიტუაციის განსამუხტად ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებაც აუცილებელია.
"გრძელდება ინფიცირებულთა რაოდენობის უკონტროლო ზრდა; გადატვირთულია კლინიკური სექტორი; სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად გადაღლილია; დარჩენილ რეგულაციებზე არ მიმდინარეობს ეფექტური მონიტორინგი; პანდემიური მდგომარების სტაბილიზაცია უტოლდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს; ჩვენისთანა პატარა ერისთვის ყოველდღიური ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია", — აცხადებენ კლინიკების ასოციაციაში.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები