დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200, ხოლო გარდაიცვალა — 60 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 875 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 12 208, PCR ტესტით — 10667.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური არის — 10,29%, ბოლო 14 დღის — 10,94%, ბოლო 7 დღის — 10,8%. სულ აცრილია — 979 813, ხოლო დღიურად აცრილია 17 670 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს, ჯამში გამოჯანმრთელდა 453 488, ხოლო ჯამში ვირუსს ემსხვერპლა 6 831 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილის— 942;
  • აჭარა — 368;
  • იმერეთი — 316;
  • ქვემო ქართლი — 108;
  • შიდა ქართლი — 108;
  • გურია — 64;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 156;
  • კახეთი — 166;
  • მცხეთა-მთიანეთი — 33;
  • სამცხე-ჯავახეთი — 75;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია — 1 557 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 361.

3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 125 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 55 323.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: