რაჭაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება დანით აქვს მიყენებული. როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 2 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამოა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.