დაინტერესებული ვართ საქრთველო-უკრაინის სარკინიგზო ტრანზიტის განვითარებით — შმიგალი
უკრაინის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესებულია საქართველოსთან სარკინიგზო ტრანზიტის განვითარებით და მან ეს საკითხი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე დააყენა. ამის შესახებ განცხადება დენის შმიგალმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"გამოვთქვი დაინტერესება საქართველო-უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტების და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და ასევე გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა იმისთვის, რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით", — აცხადებს უკრაინის პრემიერმინისტრი.
მისი თქმით, ამ კონტექსტში ღარიბაშვილთან შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საზღვაო პორტებში სატვირთი მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფისთვს.
ამასთან, მან აქცენტი გააკეთა საქართველოსა და უკრაინას შორის ვაჭრობის განვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ახალ ნიშნულზე გავიდა და 2021 წლის პირველ ხუთ თვეში 32%-ით გაიზარდა.
"იმედი მაქვს, რომ მის განვითარებას მოვახდენთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ერთობლივი ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა არის დაგეგმილი თბილისში სექტემბრის ბოლოს", — ამბობს ის.
მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. როგორც მან აღნიშნა, განიხილეს ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებაში და ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
"დღევანდელ შეხვედრის შედეგებს ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების კონკრეტულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში", — აცხადებს უკრაინის პრემიერი.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. უკრაინაში, პრემიერთან ერთად, საგარეო საქმეთა და თავაცვის მინისტრებიც იმყოფებიან. ღარიბაშვილი უკვე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას — პრემიერმინისტრ დენის შმიგალს. ხვალ, 23 აგვისტოს იგი მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები დაესწრებიან.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები