გიორგი გაბუნიას გადაცემა არჩევანში წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ნაციონალური მოძრაობა თავისი ხმების დაცვას 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, საქართველოს ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ისევე, როგორც ეს 2003 წელს შეძლო:

"ისევე როგორც დავიცავით 2003-ში. 2003 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ხმები როგორც დანარჩენ საქართველოში, ისე აჭარაში დაიცვა, სადაც ერთი ერთზე ისეთი ტიპაჟი იყო ასლან აბაშიძე, როგორც ბიძინა ივანიშვილია. ზუსტად ისეთივე ოლიგარქიული პრორუსი ელემენტი და კლასიკური ფეოდალი, რომელიც საკუთარ ხალხს უყურებდა როგორც ქვეშევრდომებს ზემოდან".

სააკაშვილის თქმით, ის თავს მშვიდად გრძნობს და ოქტომბრის არჩევნებს ნაციონალური მოძრაობა ორგანიზებული შეხვდება.