საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა. გავრცელებული რელიზის მიხედვით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,1249 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს რვა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 272,9 მლნ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე დოლარის გატანის ძირითადი მიზანი ლარის კურსის დასტაბილურებაა.