სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა უხდის და ევაკუაციის მიმდინარე პროცესს სოლიდარობას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"ყველა ქართველი უსაფრთხოდ ბრუნდება ქაბულიდან სახლში. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების — გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რომლებიც დაეხმარნენ მათ ევაკუაციაში. ვითარება ჯერ კიდევ ძალიან შემაშფოთებელია. სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ", — წერს ის.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ და დაბრუნებას ითხოვდნენ, ქაბულიდან უკვე გამოფრინდნენ. ქაბული 17 აგვისტოს საქართველოს 6-მა მოქალაქემ დატოვა, ასევე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 აგვისტოს წამოვიდა კიდევ საქართველოს ორი მოქალაქე.